ჭინჭრის წვენის საოცარი სამკურნალო თვისებები - ამაგრებს ძვლებს, წმენდს სასუნთქ გზებს, ებრძვის კუჭის სიმსივნეს

ჭინჭრის წვენის საოცარი სამკურნალო თვისებები - ამაგრებს ძვლებს, წმენდს სასუნთქ გზებს, ებრძვის კუჭის სიმსივნეს

გარდა იმისა, რომ ჭინჭარს იყენებენ საჭმელად, უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.

ცნობილი შვეიცარიელი ნატუროპატი ვ. შენენბერგერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საგაზაფხულო გაჯანსაღებას მცენარეებით, კერძოდ ძალიან აფასებდა ჭინჭარს, ბაბუაწვერას და ნიახურს. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჭინჭრის წვენი ეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს.

ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. ამის გარდა ის

აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ასეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს