რა არის კარმა?

რა არის კარმა?

ქართულ ენაზე საკმარისი ინფორმაციაა ინტერნეტსივრცეში მოსაძიებლად და მისი არსისა და მოქმედების გასააზრებლად, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი: ეს არაა სასჯელი, ესაა შანსი და საშუალება ადამიანმა გამოისყიდოს თავისი შეცდომები, განიწმინდოს, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მიიღოს გამოცდილება და რაც მთავარია დაუბრუნდეს თავის სულიერ მისიას

ყველა ადამიანის კარმა ინდივიდუალურია და გადახდა დამოკიდებულია ადამიანის განვითარებაზე, ამიტომაც ზოგი ადრევე იხდის, ზოგს კი მთელი ცხოვრება არ ყოფნის

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ დროს?

პირველი ეტაპი ესაა გაცნობიერება, რაც სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი ეს იქნება ასტროლოგია, ტაროლოგია, ჰიპნოზი, ჩენელინგი თუ სხვა...

მეორე ეტაპი ესაა კარმის, როგორც მოვალეობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მისი გადახდის საჭიროების გაცნობიერება და ფსიქოლოგიურ-სულიერი მზაობა მის გადასახდელად... ამ ეტაპზე ადამიანმა უნდა დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამყაროსეული კანონზომიერებები ქმედებასა და შედეგს შორის

მესამე ეტაპი ეტაპი არის მოქმედება - ნეგატიური კარმის ჩანაცვლება პოზიტიური კარმით, ანუ ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარ თავში გამოიმუშავოს ის დადებითი თვისებები და ემსახუროს იმ მიზნებს, რაც მისი კარმული მოვალეობაა, ამ პროცესში უნდა დაძლიოს პირადი ეგო და სულიერების ახალ საფეხურზე ავიდეს

როგორ განვსაზღვროთ რა ეტაპზე ვართ და სად ვიჭედებით?

პირველი ეტაპის არასწორი განვითარებისას ადამიანმა საერთოდ არ იცის კარმის არსებობის შესახებ, ის სავსეა ცნობიერი ეგოდან გამომდინარე მატერიალისტური მისწრაფებებით და მანკიერებებით, განუწყვეტლივ ისწრაფვის მათ დაკმაყოფილებისაკენ, ჰგონია რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს და ყველაფრის უფლება აქვს

მეორე ეტაპის არასწორი განვითარებისას ადამიანმა იცის თავისი ნეგატიური კარმის შესახებ, ამ დროს პასიური ადამიანი უარს ამბობს მის მიღებაზე, "არ აწყობს", არ სურს, არ უნდა ანდაც უბრალოდ კიდია... შეიძლება მიზეზ-შედეგობრივ კანონზომიერებებსაც ხედავდეს, მაგრამ უმოქმედოდაა, არსებული მდგომარეობის, Status Quo-ს შენარჩუნება ურჩევნია მოქმედებას, თავდაჯერება აკლია და ეშინია კიდევ გასავლელი გზის, კომფორტის ზონიდან გასვლის, თუ კანონზომიერებებს ვერ ხედავს, მაშინ სხვა ადამიანებს, სამყაროს ან სულაც ღმერთს ადანაშაულებს ყოველივეში

მესამე ეტაპის ნეგატიური განვითარებისას აქტიური ადამიანი ჩავარდნილი ეტაპების გამოცდილებით თავს ირწმუნებს რომ არ შეუძლია ან შეგნებულად უარს ამბობს კარმაზე, ხშირად უწინდელზე მეტი შემართებით ცდილობს თავისი მატერიალისტური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ეძებს ამისთვის ალტერნატიულ საშუალებებს, რომელიც საპირისპიროს იტყვის ანდაც იმის მიღებაში დაეხმარება, რაც მის ეგოს სურს, ამიტომაც ხშირად დადიან სხვადასხვა ასტროლოგებთან, ტაროლოგებთან ან სხვებთან იმისთვის რომ ვინმემ მხოლოდ უთხრას რომ არც ისე ცუდი კარმა აქვს, სპეციალისტი, რომელიც სიმართლეს ეტყვის ის არ ვარგა მისთვის, შეიძლება მოიძულოს, ან სულაც ძირის გამოთხრა დაუწყოს, მხოლოდ იმიტომ რომ ის არ უთხრა, რისი მოსმენაც სურდა, მიმართავენ მაგებს და მჩხიბავებს მხოლოდ იმიტომ რომ მიიღონ ის, რაც არ ეკუთვნით, იღებენ კიდეც მცირედს, მაგრამ ყველაფერს თავისი საფასური აქვს, რაც კარმას უარესად უმძიმებთ და რაღაც თუ ეძლევათ, რაღაცაც ერთმევათ, ასეთი ადამიანები ეშმაკის არკანის გავლენის ქვეშ ექცევიან, დამოკიდებული ხდებიან ალტერნატიულ გზებზე და სულ უფრო მეტი სურთ, კმაყოფილება არ შეუძლიათ, პასიური ადამიანის შემთხვევაში კი უიმედო, სასოწარკვეთილი ადამიანები ხდებიან და ხშირად ხდებიან რელიგიურები

პ.ს ამიტომაც ნუ ცდილობთ დაუმსახურებლად მიიღოთ ის, რაც არ გეკუთვნით, როგორც ნათქვამია "რაც არ გერგებათ, არც შეგერგებათ"

ასე რომ რაც მეტი დაინახავთ ამ პოსტში საკუთარ თავს, მით უკეთესი თქვენთვისვე, ეს პოსტი სარკეა, თუ ლანძღვას დაინახავთ, იცოდეთ საკუთარი თავი გლანძღავთ და თუ სიკეთე, მაშინ თქვენ სწორი გზა დაინახეთ მასში

Hermaeus Mora

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს