დაიწყო ზამთრის სეზონი და შესაბამისად ქალებმა დავიწყეთ წუწუნი იმის თაობაზე, თუ როგორ ჭიმავს და აშრობს კანს სიცივე, როგორ გადაგვივიდა რუჯი და როგორ ვიმატებთ ნელ-ნელა წონაში თავისდაუნებურად. მართლაც ეს პრობლემა ყველა ქალს აწუხებს მეტნაკლებად, მე პირადად საკმაოდ მთრგუნავს და დეპრესიულ განწყობას მიქმნის ზამთრის სიცივეებით გამოწვეული ცვლილებები. ამიტომ გადავწყვიტე მომეძიებინა ტოპ 5 საშუალება, რომლებიც მსგავსი პრობლემებისგან თავის დახსნაში დაგვეხმარება და ზამთრის სიცივეშიც უზრუნველყოფს სხეულის მოყვანას ჩვეულ ფორმაში. ვინაიდან მინდოდა ეს პროცედურები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ჰოთსეილის ფასდაკლების საიტს მივაშურე, სადაც მალე აღმოვაჩინე ჩემთვის სასურველი პროცედურები, დიდი ფასდაკლებით, სილამაზის სალონ „VIP Natali“-ში და „NATALI ANTI AGE CLINIC“. მაშ ასე, დავიწყოთ:
ეფექტური გასახდომი პროცედურა SPA WET TABLE. ზამთრის დუნე დღეებში მომატებული კილოგრამების დასაკლებად Natali-ს სპა ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ წონის დასაკლებ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ მოცულობის შემცირებაში 6სმ-მდე სულ რაღაც ერთ პროცედურაში. პროცედურა მოიცავს: ორთქლის საუნას, არომათერაპიას, ფიტოთერაპიას, სელექტიური ქრომოთერაპიას, ჩამონტაჟებული ხელის შხაპს. პროგრამა დაგეხმარებათ ცელულიტის, ჭარბი წონის, სუსტი იმუნიტეტის, ღრმა სტრესის პრობლემების გადაჭრაში.
პილინგის პროცედურა ქრომოთერაპიის ტახტზე. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ახლავს ზამთრის სეზონს არის გამომშრალი და ვიტამინებდაკარგული კანი. Natali გთვაზობთ პილინგის პროცედურას, რომელიც თქვენს კანს ზაფხულის ბზინვარებას და სირბილეს დაუბრუნებს. შეგიძლიათ ადგილზე შეარჩიოთ პილინგის ტიპი თქვენი სურვილისამებრ. პილინგის პროცედურა სრულდება ქრომოთერაპიის ტახტზე, რომლის 4 ფერთა გამა ხსნის დაძაბულობას და დეპრესიულ მდგომარეობას.