ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ორი ქალიშვილი მალია და საშა ობამები ჰყავს. მალია 18 წლისაა, სკოლა წელს დაამთავრა და 2017 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. საშა კი 15 წლისაა და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს.
"მე არაჩვეულებრივი შვილები მყავს. ისინი ძალიან მალე იზრდებიან და უკვე საკუთარი ცხოვრებით არიან დაკავებულები," - განაცხადა ბარაკ ობამამ Heavy.com-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ორი ქალიშვილი, მარია და კატერინა ჰყავს. მარია 30 წლისაა, კატერინა კი 29 წლის. მარია გერმანელ ბიზნესმენ ჯორით ფასენზეა დაქორწინებული და მის გვარს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი 2007 წელს გაზპრომის დირექტორი გახდა.
მეორე ქალიშვილმა, კატერინამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ის მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება, თუმცა რუსეთის პირველი პირის ქალიშვილები საკუთარ პირად ცხოვრებასა და საქმიანობას თითქმის არ ასაჯაროებენ.