ვალერი გელაშვილის ინიციატივით სურამში დაწყებული წყლის სამუშაოები, მისი არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეჩერდა

ვალერი გელაშვილის ინიციატივით სურამში დაწყებული წყლის სამუშაოები, მისი არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეჩერდა

დაბა სურამში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ვალერი გელაშვილის ინიციატივით დაიწყო, ამჟამად, შეჩერებულია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აიპპ "ხაშურსერვისიდან" აცნობეს.

"აღარავის დაუვალებია, მუშაობა გააგრძელეო. პრინციპში რაღაც მქონდა გაფუჭებული, მაგრამ მაინც მოვიკითხავ, რა ხდება. მე მხოლოდ ტექნიკას ვახმარებდი. გამგებლისგან წერილი იყო შემოსული, რომ კილომეტრნახევარ მანძილზე მიწა გამეჭრა" - აცხადებს "ხაშურსერვისის" ხელმძღვანელის ნუკრი ცხოვრებაძე.

"ვალერი გელაშვილი იყო მოსული, გვითხრა, ამირჩიეთ და წყალს გაგიკეთებთო" - ამბობს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ნანული ლომსაძე.

ვალერი გელაშვილი სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის გამოყოფას უარყოფს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა