ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ნოემბერში ბიზნესსა და სიყვარულში გაუმართლებს

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ნოემბერში ბიზნესსა და სიყვარულში გაუმართლებს

შემოდგომის ბოლო თვე უკვე კარს მოგვადგა და დადგა დრო ნოემბრის პროგნოზებსაც გადავხედოთ. ნებისმიერ სეზონს და ნებისმიერ პერიოდს თავისი ე.წ. "ფავორიტები" ჰყავს ასტროლოგიური კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ კეთილისმყოფელი პლანეტები ზუსტად ამ პერიოდში აკეთებენ დადებით ასპექტებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში ან მათ მმართველებთან. ნოემბერიც არ გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი. ეს თვე თავის მხრივ ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - მორილსა და მშვილდოსანს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ზუსტად ნოემბრის თვეში მოდის ე.წ. "გველისმჭერის პერიოდიც" და ქვეყანას რთული ბედის და საინტერესო აზროვნების მქონე ინდივიდები ევლინებიან.

წლევანდელი წლის ნომებერში სამ ზოდიაქოს ნიშანს ელის წარმატება და აქტიურობა, როგორც ფინანსური ისე პირადი ცხოვრების კუთხით.

მშვილდოსანი - უახლოესი ერთი წლის მანძილზე ალბათ ძალიან დაიღალეთ მუდმივი პრობლემებითა და წინააღმდეგობებით. წლის მიწურული, კერძოდ კი ნოემბერი აუცილებლად მოგცემთ შანსებს საიმისოდ, რომ თქვენს ცხოვრებაშიც "გამოანათოს მზემ" დროებით მაინც. გაგიმართლებთ პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობის კუთხით. დაიწყებთ ახლებური გზით ფულის გამომუშავებას. მიიღებთ დაუგეგმავ პრემიას ან საჩუქარს.

მორიელი - შავი მთვარე - იგივე ლილიტი თქვენს ზოდიაქოს უდგას "კვალში" ამიტომ წინამორბედი თვეები არც მორიელისთვის იყო მაინცდამაინც "ბედის საჩუქარი". თუმცა ნოემბერში ბევრი თქვენგანი ისევ "აღდგება ფერფლისგან", როგორც ახასიათებს ხოლმე. დაიწყებს ახალ საქმიანობას, ან დაუბრუნდება და წარმატებით დაასრულებს ძველს. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაშიც მონახოთ "ოქროს შუალედი", რაც თქვენთვის დიდი პრობლემაა და თითქმის გაწყვეტილი კავშირი აღადგინოთ ძველ პარტნიორთან.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს