ნასა შავი ხვრელიდან საგნის გამოსროლის მოვლენას პირველად აკვირდება

ნასა შავი ხვრელიდან საგნის გამოსროლის მოვლენას პირველად აკვირდება

სამეცნიერო დაკვირვებით ცნობილია, რომ შავი ხვრელები საგნებს იწოვენ, იმის მაგივრად, რომ გამოისროლონ ისინი. თუმცა ნასამ ახლახან აღმოაჩინა საინტერესო მტკიცებულება მსხვილი შავი ხვრელის, სახელად მარკარიან 335-ს შესახებ.

ნასას ორმა ტელესკოპმა შეამჩნია შავი ხვრელის გვირგვინი, რომელიც მსხვილი შავი ხვრელიდან გამოდიოდა. ამ მოვლენას მოყვა დიდი რენტგენული ენერგიის იმპულსის გამოყოფა.

”ამ უნიკალური აღმოჩენით შევძლებთ გავიგოთ, როგორ ხდება სუპერმსხვილი შავი ხვრელების მიერ გალაქტიკის ყველაზე ნათელი ობიექტების სიკაშკაშის შენარჩუნება,” - ამბობს დენ უოკინსი, სენ მერის უნივერსიტეტის პროფესორი.

NuSTAR-ს მთავარი მკვლევარი ფიონა ჰარისონი აღნიშნავს, რომ ენერგიის წყარო ”მისტიურია”. მისივე თქმით, ამ მოვლენის გადაღება საშუალებას მიცემს მკვლევარებს, უკეთ შეისწავლონ შავი ხვრელის ზომა, სტრუქტურა და ზოგადად,  მიიღონ ინფორმაცია შავი ხვრელების ბუნების შესახებ.

მომზადებულია galaxymonitor.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს