შავშვებში სასმელი წყლით სავსე ავზებს ონკანებიდან იპარავენ

შავშვებში სასმელი წყლით სავსე ავზებს ონკანებიდან იპარავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში ჭაბურღილი ისევ არ მუშაობს. ამის გამო, სოფელში სასმელი წყალი ცისტერნებით იყიდება. 10 ტონა წყლის მიწოდებაში ადგილობრივები 10 ლარს იხდიან.

ბუნებრივი წყაროების ონკანები კი მოსახლეობას არ ჰყოფნის, სოფელში 54 კომლი ქართულ-ოსური ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივი მცხოვრები, პედაგოგი თამარ ლოთიშვილი ამბობს, რომ სამსახურში წასვლისას წყლის ავზს ონკანთან ასავსებად ტოვებს, სამუშაოდან დაბრუნებისას კი ხშირად ადგილზე აღარ ხვდება.

"უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ წყლით სავსე "ბალონებს" იპარავენ. სამუშაოდან დაბრუნებისას სახლში მიმაქვს ხოლმე ავსებული ჭურჭელი", - აცხადებს თამარ ლოთიშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა