ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშა "არმატურებით" სცემეს - დაშავებულები საავადმყოფოში არიან

ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშა "არმატურებით" სცემეს - დაშავებულები საავადმყოფოში არიან

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს, - ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა და დაშავებული რამდენიმე მუშა ხარაგაულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ახლა მივდივართ ზვარეში სიტუაციის გასარკვევად. წუხელ, გვიან ღამით დაგვირეკეს მუშებმა და გვითხრეს, რომ ჩინელებმა სცემეს. ისინი "არმატურებით" არიან შეიარაღებული. როგორც ცნობილია, კიდევ ორი დაშავებული მუშა ამ დილით გადაიყვანეს საავადმყოფოში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია "23-ე ბიურო" რკინიგზის მშენებლობას აწარმოებს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა