"ვინც 1000 დოლარს ყოველთვიურად უხდის ბანკს, ამ თანხას 1640 ლარად ყიდულობდა, ახლა ყიდულობს 2470 ლარად, რა ვქნათ ჩვენ?"

"ვინც 1000 დოლარს ყოველთვიურად უხდის ბანკს, ამ თანხას 1640 ლარად ყიდულობდა, ახლა ყიდულობს 2470 ლარად, რა ვქნათ ჩვენ?"

მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი ლარის გაუფასურებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ვინც 1000 დოლარს ყოველთვიურად უხდის ბანკს, ამ თანხას 1640 ლარად ყიდულობდა...

მერე 1720 ლარად... მერე 1800 ლარად...

მერე 1900 ლარად... მერე 2000 ლარად...

მერე 2100... 2200... 2300 ლარადად.

ახლა ყიდულობს 2470 ლარად.

პირველ და ბოლო მონაცემებს შორის სხვაობა არის 810 ლარი.

ჯანსაღად რომ იქცევა ეს ლარი, ვიცით.

ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ქადაგიძის ბრალი იყო.

ისიც, რომ გლობალური კრიზისია.

ისიც, რომ ორმა მსხვილმა ბანკმა კიდევ ოთხი მიიერთა თუ შეისყიდა.

ისიც ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მაგრამ, რა ვქნათ ჩვენ? ვინც ყოველთვიურად კარგავს (სხვა რამეს აკლებს) შესაბამის 8.1... 81... 810... 8100 თუ მეტ ან ნაკლებ ლარს?".

იხილეთ ასევე: ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4800 ლარს მიაღწია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს