რა მდომარეობაშია ზვარეში ჩინელების მიერ ნაცემი ოთხი მუშა - დაშავებულის კომენტარი

რა მდომარეობაშია ზვარეში ჩინელების მიერ ნაცემი ოთხი მუშა - დაშავებულის კომენტარი

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც დაშავებულები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.

"ერთ-ერთ მუშასთან მოუვიდათ კონფლიქტი ჩინელებს და ჩვენც მის დასახმარებლად მივედით. რკინის ჯოხებით გვცემდნენ, რის შედეგად რამდენიმე მუშამ სერიოზული დაზიანება მიიღო. ზოგს ჭრილობები თავის და ტანის არეში აქვს მიყენებული", - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, წუხელ სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე ქართველ და ჩინელ მუშას შორის დაპირისპირება მოხდა.

წაიკითხეთ ასევე: ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშა "არმატურებით" სცემეს - დაშავებულები საავადმყოფოში არიან

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა