რა კომენტარს აკეთებს ჩინური კომპანიის თანამშრომელი ზვარეში მომხდარ ინციდენტზე

რა კომენტარს აკეთებს ჩინური კომპანიის თანამშრომელი ზვარეში მომხდარ ინციდენტზე

სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ქართველებსა და ჩინელებს შორის მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ჩინელიც დაშავდა, თუმცა უმნიშვნელოდ.

"კომპანიის დაახლოებით ოთხ ჩინელ თანამშრომელს ხელის და ფეხის უმნიშვნელო ტრავმა ჰქონდა და როგორც ვიცი, ისინი პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა", - განაცხადა ჩინური კომპანიის დაცვის თანამშრომელმა გიორგი ლუტიძემ.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" წარმომადგენლებმა სცემეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ოთხი მუშა ზესტაფონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სოფელ ზვარეში ოთხი მუშის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა