ამერიკაში უჩვეულო საარჩევნო წელი დასასრულს უახლოვდება. ქვეყანაში სააარჩევნო დღესთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი უცნაური კანონი თუ ჩვეულებაა. მათი ნაწილი საკმაოდ მოძველებულია, ნაწილი კი - ახალი.
არჩევნების დღეს არ გაიყიდება ალკოჰოლი
ამერიკაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო კანონი, რომელიც არჩევნების დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავს. თუმცა 18 ქალაქსა და 7 ოლქში ეს აკრძალვა მოქმედებს.
ეს მიდგომა ანტიამერიკულად ჩაითვლებოდა ჯორჯ ვაშინგტონის სტანდარტების მიხედვით. 1758 წელს ვაშინგტონმა მოქალაქეთა პალატის არჩევნების დროს კამპანიისთვის გაკუთვნილი მთელი ბიუჯეტი ალკოჰოლში დახარჯა და ამომრჩევლებს 160 გალონი ლიქიორი უყიდა. ვაშინგტონმა 1797 წელს ვისკის ქარხანა გახსნა, რომელიც მისი სიკვილის დროს ყველაზე დიდი ქარხანა იყო ქვეყანაში.
არჩევნებში აგნოსტიკოსები არ დაიშვებიან
ამერიკის კანონი ეკლესიასა და სახელმწიფოს არ აკავშირებს. მაგრამ ზოგიერთ შტატში ცდილობენ, კანონის გვერდი აუარონ. კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ ღმერთის არსებობის მაინც სჯეროდეთ. ტეხასში, ტენისში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მისისიპიში, მერილენდსა და არკანზასის შტატებში აკრძალულია კანდიდატებისთვის რელიგიური ტესტების ჩატარება, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ ისინი უზენაესის არსებობას აღიარებდნენ.
ამომრჩევლის სტიკერები
ამერიკელი ამომრჩევლების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ატარებს სტიკერს წარწერით "მე ხმა მივეცი". უცნობია, როდის დამკვიდრდა ეს ტრადიცია. სტიკერები, რომლებიც ახლა გამოიყენება, პირველად ფლორიდაში არსებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ National Campaign Supply 1986 წელს დაბეჭდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ტენდენცია გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენა პოტენციურ ამომრჩეველზე და შედეგად, უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა მატულობს. განაგრძეთ კითხვა