2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ

2016 წლის ყველაზე მოთხოვნადი გემები, რომლებიც მომხმარებლებს გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ, ძვირფას, გლამურულ და ყველაზე მოთხოვნად გემებს, რომლებიც 2016 წელს გავა ზღვებში.

კარნავალი ვისტა

დღევანდელი მეგა-გემები მასშტაბურ და გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Carnival Vista. მასზე წყლის პარკია განთავსებული თავბრუდამხვევი სასრიალოებით. აგრეთვე, გემზე მსოფლიოში პირველად, IMAX კინოთეატრია განთავსებული. ლუდის მოყვარულებისთვის მიკრო ლუდსახარშში ყოველდღიურად ახალ ლუდს ასხამენ. მშობლებს შეუძლიათ 12 წლამდე ბავშვები ოკეანის ბანაკში დატოვონ დ თვითონ ზრდასრულების გასართობ არეალში გადაინაცვლონ. "კარნავალი ვისტა" 2016 წლის მაისში გავა ხმელთაშუა წყლებში.

"მის კონინგსდამი"

გიყვართ ცოცხალი მუსიკა? მაშინ "მის კონინგსდამი" თქვენთვისაა. გემზე სამი მუსიკალური სცენაა. Lincoln Center Stage-ის მუსიკოსები ყოველ ღამე შეასრულებენ სიმღერებს. გარდა ცოცხალი მუსიკისა, გემის ბორტზე საოცარი აუზები და შადრევნებია. თერმული აბაზანები, თბილი კერამიკული ლაუნჯები და საოცარი ხედები ზღვის ჰორიზონტზე. გემზე აგრეთვე ბაღია, სადაც მოჰყავთ ყველანაირი ბოსტნეული და ხილი, რომელსაც შემდეგ გემის მზარეულები ამზადებენ. "მის კონინგსდამი", რომელიც 2 600-ზე მეტ სტუმარს იტევს, 2016 წლის აპრილში იტალიაში გავა ხმელთაშუა ზღვაში.

როიალ კარიბის "ზღვის ოვაცია"

"ზღვის ოვაცია" მესამე გემია, რომელიც "როიალ კარიბის" კლასს მიეკუთვნება. გემზე დაგხვდებათ კაბინები "ვირტუალური აივნებით", რომლებიც უმაღლესი ხარისხის პლაზმური ეკრანებით რეალურ ვერანდას ცვლიან. კამერების მეშვეობით კაბინის ბინადრებს ხედი და ხმა რეალური აივნის შთაბეჭდილებას შეუქმნის. გემზე 4,180 მგზავრი ეტევა. ბავშვებისთვის სერფინგის სიმულატორი, მთებზე ცოცვა, სკეიტბორდის და სკაიდაივინგის ოთახებია გამოყოფილი.

ვიკინგების ზღვა

ეს გემი გლამურული და მყუდროა ერთდროულად. ყველა ოთახში დიდი ზომის საწოლები, უზარმაზარი ვერანდა, ყოველდღე განახლებადი მინი ბარი და ძვირფასი თეთრეულია. მოგზაურობის პირველ დღეს სტუმრებს მისასალმებელ შამპანურს ახვედრებენ. მომსახურება უმაღლეს დონეზეა. თეატრში სხვადასხვა წარმოდგენები იმართება. სტუმრებს ფილმების ხილვა ორ სხვადასხვა კინოთეატრში შეეძლებათ. გემზე არის ბაღი, სადაც საღამოს ჩაის დალევა შეუძლიათ სტუმრებს.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს