პარასკევს პაემანზე წადით, სამშაბათს ვარჯიში დაიწყეთ - ვგეგმავთ ცხოვრებას კვირის დღეების მიხედვით

პარასკევს პაემანზე წადით, სამშაბათს ვარჯიში დაიწყეთ - ვგეგმავთ ცხოვრებას კვირის დღეების მიხედვით

ასტროლოგები თვლიან, რომ კვირის ნებისმიერი დღე კონკრეტული ენერგეტიკით გამოირჩევა. უფრო მეტიც, თითოეულ დღეს კონკრეტული პლანეტა მართავს, ამიტომ იმის მიხედვით, თუ რისი კეთება გაქვთ განზრახული აუცილებელია შეარჩიოთ შესაბამისი პლანეტით მართული კვირის დღეები.

ასე მაგალითად ორშაბათს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე ემოციურად აქტიურია. ამიტომაც უწოდებენ ორშაბათს "მძიმე დღეს". მთვარე ხომ ქალების პლანეტაა, მათსავით ჭირვეული. ამ დღეს სასურველია, მეტი დრო ოჯახს და მის წევრებს დაუთმოთ.

სამშაბათს მართავს მარსი ამიტომ ამ დღეს შეგიძლიათ იყოთ შემტევი, აქტიური, წახვიდეთ რისკზე. დაკავდეთ სპორტით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით.

ოთხშაბათს მერკური მართავს, ამიტომაც ითვლება ეს დღე საუკეთესოდ შეხვედრების დასაგეგმად, მოკლევადიანი მივლინებისა და სწავლის წამოსაწყებად.

ხუთშაბათს იუპიტერი მართავს, ერთ-ერთი დადებითი და პოზიტიური პლანეტა. ამიტომ ამ დღეს კარგად გვარდება ნებისმიერი ტიპის ფინანასური ოპერაციები. კარგი დღეა ასევე იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს