განქორწინების დღეს ქმარმა ცოლს საყვარელი ყვავილები გაუგზავნა... ნახეთ, რა დაუწერა გამოსამშვიდობებელ ბარათზე

განქორწინების დღეს ქმარმა ცოლს საყვარელი ყვავილები გაუგზავნა... ნახეთ, რა დაუწერა გამოსამშვიდობებელ ბარათზე

თინეიჯერმა გოგონამ, რომლის მშობლებიც ერთმანეთს 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ, ტვიტერზე ემოციური ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე ასახულ ულამაზეს თაიგულს, რომელიც ურთიერთობის დასრულების ნიშნად მიიღო ქალმა ყოფილი მეუღლისგან, გულისამაჩუყებელი ბარათი ახლდა თან: "ყოველთვის დარჩი ისეთი, როგორიც ხარ. ჯეისონი" - წერს უკვე ყოფილი მეუღლე საყვარელ ქალს, რომელთანაც 19 წელი გაატარა.

ტეხასელი გოგონა ფოტოზე წერს: "ჩემი მშობლები 19 წელი იყვნენ დაქორწინებულნი. მათ ბოლო რამდენიმე თვე ხანგრძლივ განქორწინების პერიოდში გაატარეს და საბოლოოდ ეს პროცესი დღეს დასრულდა. მამამ დედას მისი საყვარელი ყვავილები გამოუგზავნა. ის ამას აკეთებდა მაშინ, როცა დედას ცუდი დღე ჰქონდა, ან უხასიათოდ იყო, რომ მისი განწყობა გაეუმჯობესებინა... და ის, რომ მამა დღესაც ასე მოიქცა, ძალიან ემოციურია ჩემთვის... ამ რამდენიმე, უბრალო სიტყვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე..." - წერს წყვილის თინეიჯერი შვილი, რომელსაც არ დაუსახელებია მიზეზი, რის გამოც მისი მშობლები დაშორდნენ.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოს და პოსტს ათასობით გაზიარება და კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ და წუხან, რომ ასეთი დიდი სიყვარული, ასე დასრულდა....

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები