როგორ უნდა დაიბრუნოთ "ყოფილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ უნდა დაიბრუნოთ "ყოფილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

პირადი ცხოვრება და მისი პერიპეტიები ნებისმიერი წყვილის შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა, თუკი ჩვენ მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, გვაქვს შანსი მისი სუსტი წერტილებიც ამოვიცნოთ და დაძაბულობის შემთხვევაში, მარტივად და ოსტატურად შემოვირიგოთ იგი.

ვერძი - მისი დაბრუნება გულწრფელი მობოდიშებით შეიძლება. თუმცა, უნდა აცალოთ, სანამ ბრაზი გადაუვლის და კონტაქტზე მხოლოდ ამის მერე გახვიდეთ. ნუ მოაბეზრებთ თავს ახსნა-განმარტებებითა და ულტიმატუმებით. ღირსეულად, მაგრამ გულწრფელად აღიარეთ თქვენი შეცდომები.

კურო - მისი გაბრაზებაც ძნელია და შემორიგებაც. კურო უზომოდ მომთმენი ნიშანია, ამიტომ თუ მისი განაწყენება მართლაც შეძელით, დრო და მოთმინება დაგჭირდებათ მის გულში ძველებური პოზიციის დასაბრუნებლად. იყავით მაქსიმალურად თბილი, მზრუნველი და გამგებიანი. ნაკლებად ისაუბრეთ წარსულის წყენაზე.

ტყუპი - იგი შეიძლება მარტივად გაცხარდეს, თუმცა მარტივადვე შეიძლება მისი შემორიგება. ტყუპი ცვალებადი ნიშანია. შესაბამისად, კონფლიქტის შემდეგ მიეცით საშუალება, რომ "კარგად განიავდეს", გაიარ-გამოიაროს, გული გადააყოლოს და ამის შემდეგ მარტივად შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება. წყენა მას აღარც ემახსოვრება.

კირჩხიბი - მისი გულისტკენა საკმაოდ მარტივია, წყენას კი ეს კაცი ხანგრძლივად და მონდომებით იმახსოვრებს. ამასთან ერთად, პრობლემა ისაა, რომ ხშირად ვერ გაიგებ ზუსტად რა, როდის ან რატომ ეწყინა. მის შემოსარიგებლად მზრუნველობისა და სითბოს განსახიერებად უნდა იქცეთ. ნუ დაუწყებთ გამოკითხვას რაზეა განაწყენებული. საშუალება მიეცით, როცა ბრაზი გადაუვლის თავად ალაპარაკდეს.

ლომი - თუკი იგი თქვენზე სერიოზულად გაანაწყენდა, მიზეზი მარტივი გამოსაცნობი იქნება – როგორც ჩანს, ყურადღება მოაკელით. ლომი უზომოდ თავმოყვარე, ამაყი და ემოციური მამაკაცია. ამიტომ თუ შეგატყოთ, რომ სამყაროს ცენტრად არ თვლით, მარტივად გაცივდება თქვენ მიმართ. მის შემოსარიგებლად მოსიყვარულე, თბილი და დამყოლი უნდა გახდეთ. მიეცით საშუალება თამაშის წესები თავად დააწესოს. დაემორჩილეთ და დაუმტკიცეთ, რომ თქვენთვის იგი უპირველესი ავტორიტეტია

ქალწული - წვრილმანებზე ბრაზდება და შეუძლია საათობით იბუზღუნოს ამის გამო. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გადაამლაშეთ, ხანგრძლივი დროით გაგიჭირდებათ მისი შემორიგება. მამაკაცი ქალწული უზომოდ მოწესრიგებული და პრინციპული ინდივიდია. საიმისოდ, რომ გაპატიოთ, პირველ რიგში თქვენც მასავით მოწესრიგებული უნდა გახდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს