"გადანახული" ყავა - არაჩვეულებრივი იტალიური ტრადიცია, რომელიც ჩვენც უნდა გადმოვიღოთ

"გადანახული" ყავა - არაჩვეულებრივი იტალიური ტრადიცია, რომელიც ჩვენც უნდა გადმოვიღოთ

...პატარა კაფეში შევედით ყავის დასალევად. ჩემმა მეგობარმა შეკვეთა მისცა და მაგიდასთან დავსხედით. ამ დროს კაფეში ორი ადამიანი შემოვიდა.

"5 ყავა თუ შეიძლება" - შეუკვეთეს მათ მიმტანს, "ორი ჩვენთვის, სამი კი - გადაინახეთ" - დასძინეს მათ და ფული გადაიხადეს.

გაკვირვებულმა მეგობარს ვკითხე: "რას ნიშნავს გადანახული ყავა?" მან კი ღიმილით მიპასუხა: "ცოტა ხანს დაიცადე და გაიგებ"

ამ ორი უცნაური კლიენტის შემდეგ, კაფეში კიდევ შემოვიდა სამი ადამიანი, რომლებმაც სამი ყავა შეუკვეთეს, 4 კი "გადაინახეს" და ასე კიდევ რამდენიმე კლიენტი მოიქცა.

ცოტა ხანიც გავიდა და კაფეში გაცრეცილი და ჭუჭყიან ტანსაცმლიანი მამაკაცი შემოვიდა. ის მათხოვარს უფრო ჰგავდა, ვიდრე კლიენტს. მამაკაცი დახლთან მივიდა და მიმტანს ეკითხება: "ჩემთვის გადანახული ყავა ხომ არ არის?"..

მაშინ მივხვდი რას აკეთებდნენ ის "უცნაური" კლიენტები - ისინი წინასწარ იხდიდნენ ფულს მათთვის, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა...

A caffè sospeso, ანუ "გადანახული ყავა" არაჩვეულებრივი იტალიური ტრადიცია, რომელიც ერთგვარი ქველმოქმედება გახლავთ. ადამიანები წინასწარ ყიდულობენ ყავას მათთვის, ვისაც მისი შეძენის საშუალება არ აქვს. ტრადიცია იტალიის ქალაქ ნეაპოლიდან, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს. მოგვიანებით კი ეს ტრადიცია რამდენიმე ევროპული ქალაქის ყავის სახლებშიც დამკვიდრდა...

წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი უარესდება

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება

მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს