ავტორი:

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება
  • ვერძი

პირადი ცხოვრება მარტში პრიორიტეტული უნდა გახდეს. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, სამსახურის საქმეები იქვე დატოვით და შინ არ "მიიტანოთ". მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ მათთვის "მშველელი" იქნებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთან დაძაბული მდგომარეობა გაქვთ. ამ თქვენი კეთილშობილური ჟესტით მათთან მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ გელით. უმჯობესია, გააუმჯობესოთ საქმიანი კავშირი. შეიძლება კოლეგებს შორის არის ადამიანი, ვისთანაც რომანის გაბმა მოგინდებათ. საინტერესო შეხვედრები გელით საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ინტერნეტ ფორუმებზე. მეუღლესთან ჰარმონია დაისადგურებს, თუ ძველ უსიამოვნებებს დაივიწყებთ. ეცადეთ, ისეთი საქმე გამონახოთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.

ვერძი მანდილოსნებისგან ოჯახის წევრები განსაკუთრებულ მზრუნველობას და მხარდაჭერს (მატერიალურსაც) მოითხოვენ. ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ დღის განრიგი, რომ ოჯახისთვის მეტი დრო დაგრჩეთ.

  • კურო

თვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე ფიქრი. მეტი დრო გაატარეთ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში. მხოლოდ ასე შეძლებთ რომანტიკული და პერსპექტიული ნაცნობობის გაბმას. უმეტესობას კი კარგ მეგობრად დაიტოვებთ. მანდილოსნებს ისეთ მამაკაცებთან მოუნდებათ რომანტიკული კავშირის გაბმა, ვისთანაც თავს მხიარულად იგრძნობენ. ფოლოსოფიური და ინტელექტუალური საუბრები შეიძლება რომანტიკულ თავგადასავალში გადაიზარდოს. კარგად დაგამახსოვრებთ თავს რომანი ვერძთან, მშვილდოსანთან, თხის რქასთან და მორიელთან.

მამაკაც კუროებს მოეწონებათ ქალი თევზები. ნაცნობობა უმჯობესია ბარებსა და ღამის კლუბებში გააბათ. ასეთი ნაცნობობა გაგახალისებთ. დაქორწინებული კუროები შეიტყობენ, რომ მშობლები გახდებიან. ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გაიხალისოთ ყოველდღიურობა. სამსახურის საქმეების გამო, მეუღლესთან ყოფნაზე უარს ნუ იტყვით. წაიკითხეთ სრულად

წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი უარესდება

მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ