როგორია ზამთარში ულამაზესი ქართული სოფელი გონა, რომელსაც პატარა შვეიცარიას ადარებენ

როგორია ზამთარში ულამაზესი ქართული სოფელი გონა, რომელსაც პატარა შვეიცარიას ადარებენ

ზემო რაჭის ულამაზეს სოფელ გონას ხშირად პატარა შვეიცარიას უწოდებენ. ამ სოფლის ფოტორეპორტაჟები ინტერნეტსივრცეს იპყრობს, თუმცა ყველა მათგანი ზაფხულშია გადაღებული - მაშინ, როცა ყველაფერი ხარობს და ლამაზია. დღეს კი ზამთრის გონას გაჩვენებთ. "გონაში ახლახან გასვლით სამუშაოზე ვიმყოფებოდი. გული მეტკინა, ყველა ზაფხულში მიდის და მხოლოდ მის სილამაზეს აფიქსირებს. აბა, ახლა ნახონ, როგორაა დაცლილი და მოწყენილი.... ახლა იქ ერთადერთი ოჯახი, საპენსიო ასაკს მიღწეული ცოლ-ქმარი, ირინა და გია გობეჯიშვილები ცხოვრობენ. შვილები წამოსულები არიან. საცოდაობაა ასეთი სოფლის ასეთი ყოფა", - ამბობს ონის მცხოვრები ლია ბურდილაძე.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო: გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში

სოფელი გონა ღების ძირითადი ნაწილია. ის ღებზე მაღლაა და დათოვლილი მთებითაა შემოზღუდული. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩვეშურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ქალაქ ონიდან დაშორებულია 39 კილომეტრით.

2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი. მას შემდეგ, რაც აქაურობა დაიცალა, მოსახლეობამ სოფელი საზაფხულო საცხოვრებლად და საძოვარ-სათიბად აქცია... გონა ზამთარში და სახლი, სადაც სოფელში დარჩენილი ერთადერთი ოჯახი ცხოვრობს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს