რამ განაპირობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება - ასტროლოგების განმარტება: "არჩევნები დაემთხვა ე.წ. დამწვარ გზას"

რამ განაპირობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება - ასტროლოგების განმარტება: "არჩევნები დაემთხვა ე.წ. დამწვარ გზას"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება:

"ასტროლოგთა დიდი ნაწილი ვარაუდობდა, რომ არჩევნებს ჰილარი მოიგებდა. იყვნენ ასტროლოგები, რომლებიც ასე არ ფიქრობდნენ, თუმცა მე პირადად ვიმედოვნებდი, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ქალი იქნებოდა. და ეს ბევრად უფრო მომგებიანი ვარიანტი იქნებოდა საქართველოსთვის, ვიდრე ტრამპის გამარჯვება.

დიახ, ეს მოლოდინი არ გამართლდა. შესაძლოა, ამაში ლომის წილი მიუძღვის იმას, რომ როგორც 3 ნოემბრის გადაცემაში ვახსენე, ასტროლოგების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა ჰილარის დაბადების მონაცემების სიზუსტეს. საუბარია, დაბადების ზუსტ დროზე, რომლის ცოდნა-არცოდნაც განაპირობებს, თუ რამდენად ზუსტი იქნება იმ რუკის მიხედვით გაკეთებული პროგნოზი. ასე რომ, ეს მიზეზი მართლა ძალზე მნიშვნელოვანია და პროგნოზის უზუსტობასაც ხსნის.

გარდა ამისა, ამ არჩევნების პერიოდი ემთხვევა განსაკუთრებულ პერიოდს - დამწვარ გზას, ანუ via combusta-ს. მაგრამ ახლა როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა, აქვს თუ არა კიდევ აზრი რაიმე მოულოდნელ ცვლილებებზე საუბარს?

საქმე იმაშია, რომ ამერიკაში არჩევნების განსხვავებული სისტემაა ვიდრე ჩვენთან. უნდა ვიცოდეთ, რომ იქ პირდაპირ ამომრჩეველი არ ირჩევს პრეზიდენტს. დიახ, ხდება საყოველთაო ხმის მიცემა ხალხისთვის სასურველ კანდიდატზე, მაგრამ შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მათ მიერ შერჩეული ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების მიერ. ეს ხდება საყოველთაო არჩევნებიდან 41-ე დღეს. შეერთებული შტატების ისტორია ახსოვს ისეთი ფაქტებიც, როდესაც მაგალითად 2000 წელს ელ გორმა ხმების უმრავლესობით მოუგო ჯორჯ ბუშს, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიამ გამარჯვებულად მაინც ბუში გამოაცხადა.

არჩევნები დაემთხვა "დამწვარ გზას", რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აქ არის ასევე მზისა და ლილიტის შეერთებაც. ამიტომ ბევრი რამ შეიძლება, რომ ჯერ კიდევ მოხდეს.

მით უმეტეს, თუ ტრამპის მომავალ პროგნოზს გადავხედავთ, იქაც ყველაფერი მთლად დალაგებულად ვერ გამოიყურება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს