"ყველანი ერთად, ხვალ... 11:11!" - ასტროლოგები მისტიკური თარიღის შესახებ გვაფრთხილებენ

"ყველანი ერთად, ხვალ... 11:11!" - ასტროლოგები მისტიკური თარიღის შესახებ გვაფრთხილებენ

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 11 ნოემბრის მისტიკური მნიშვნელობის შესახებ წერს:

"ხვალ, 11 ნოემბერს მნიშვნელოვანი დღეა!

მზად ხართ საკუთარი თავისა და სამყაროს სასიკეთო ტრანსფორმირებისთვის? არ გამოტოვოთ 11:11 წუთი!

11:11 - შესაძლებლობა გავხდეთ უკეთესები, დავიბადოთ თავიდან, შევიყვაროთ ჩვენი თავი, რითაც არა მხოლოდ ტრანსოფრმირდება ჩვენი შინაგანი სამყარო, არამედ გარესამყაროც.

(!!!) აუცილებელია პოზიტიური აფირმაციები საკუთარი თავის მიმართ, მედიტაციები (ვისაც აქვს დახელოვნებული), ლოცვები ან უბრალოდ პოზიტიური ფიქრები, სურვილები.

უპირობო სიყვარულის გაგზავნა როგორც საკუთარი თავის, ისე სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ. გააგზავნეთ ნათელი აზრები, სურვილები კოსმოსსში. უსურვეთ ყველას სიკეთე. ჩაერთეთ აღმშენებლური ვიბრაციის ველში!

ყველანი ერთად, ხვალ... 11:11!

"სუპერ მთვარე" მორიელში (რომლის პიკიც 14 ნოემბერს იქნება, მაგრამ მისი გავლენა წინა და მომდევნო დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია) ნიშნავს ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს საკუთარ სულში დაფარულ ქვეცნობიერი შიშების, ჩვენი ბნელი მხარეების წინაშე დგომა, რაც თავისთავად გულისხმობს ბრძოლას საკუთარ თავთან და არჩევანის გაკეთებას. უნდა განვთავისუფლდეთ ილუზიებისგან და ცრუ წარმოდგენებისგან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარესამყაროს შესახებ. მორიელი როგორც ხელახლა დაბადების სიმბოლო მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ პოტენციალს ყველა ადამიანი ატარებს და ნებისმიერი ჩვენგანს შეუძლია საკუთარი თავისგან იშვას უფრო ძლიერი, ნათელი და სიკეთისმომტანი შესაძლებლობების მიხედვით...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს