ფოთში, გორგასლის ქუჩაზე ხმაური იყო. საქმე ეხება კერძო დავას, აღმასრულებელმა აბულაძეების ოჯახს ფართის დატოვება მოსთხოვა, ადგილის, რომელსაც ისინი კომერციული საქმიანობისთვის იყენებდნენ. აღმასრულებელმა ამის მიზეზად სასამართლოს ის გადაწყვეტილება წარმადგინა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფართის კანონიერი მესაკუთრე სხვა პირია.
აბულაძეები აღნიშნულ ბინას დაახლოებით 12 წელია იკავებენ. ისინი სასამართლოს დადგენილებას უკანონოდ მიიჩნევენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.