უცნობი ფაქტები ამერიკის შესახებ, რომელზეც არაფერი გსმენიათ

უცნობი ფაქტები ამერიკის შესახებ, რომელზეც არაფერი გსმენიათ

ამერიკა თითქმის ყველასთვის საოცნებო ქვეყანაა. წარმოგიდგენთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს "თავისუფალი მიწის" შესახებ.

1. ნიუ ჯერსიში მსოფლიოში ყველაზე დიდი "ამერიკული მთების" ატრაქციონია.

2. ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი, ჯეიმს მონრო, უილიამ ჰენრი ჰარისონი, ჯონ ტეილორი და უიდროუ უილსონი - ყველა შტატ ვირჯინიაში დაიბადა, რის გამოც შტატი ნომერ პირველი ადგილია პრეზიდენტების "წარმოების" მხრივ.

3. თავისუფლების ქანდაკების ფეხთან გადატეხილი ბორკილი არის გამოძერწილი, რაც ტირანიისაგან და ჩაგვრისგან გათავისუფლების სიმბოლოა.

4. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ყველაზე გავრცელებული სასაუბრო ენაა ამერიკაში, ოფიციალური ნაციონალური ენა იქ არ არსებობს.

5. მონტანაში ძროხების რაოდენობა სამჯერ აღემატება ადამიანების რაოდენობას.

6. ამერიკელების 27 პროცენტს არ სჯერა, რომ მთვარეზე დასხდომა რეალურად განხორციელდა.

7. ყოველი მესამე ამერიკელი ჭარბწონიანობას უჩივის.

8. ყოველდღიურად ამერიკაში 22 მილიონ ქათამს მოიხმარენ.

9. ყველაზე მეტი მილიონერი მერილენდის შტატში ცხოვრობს.

10. მიჩიგანის შტატში არსებობს ქალაქი, რომელსაც ჯოჯოხეთი ეწოდება.

11. პირველი კინოთეატრი ლოს ანჯელესში 1902 წელს გაიხსნა.

12. შტატ ინდიანას ქალაქი უაბაში პირველი ქალაქი იყო მსოფლიოში, რომელიც ელექტრონულად გაანათეს.

13. ჰარვარდი პირველი უნივერსიტეტი იყო ამერიკაში. ის 1636 წელს დაარსდა.

14. ამერიკაში შეგიძლია მართვის მოწმობა აიღო 16 წლის ასაკში. ხმის მიცემა ან იარაღის ყიდვა შეგიძლია 18 წლის ასაკში, მაგრამ ალკოჰოლის შეძენის უფლება 21 წლამდე არ გეძლევა.

15. ჯორჯ ვაშინგტონს საკუთარი ინაუგურაციისთვის ფულის სესხება მოუწია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს