რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს

საქართველოში უამრავი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობს - გამომდინარე მათი დაბალი ფასიდან, მისაღები ტექნიკური მდგომარეობიდან და შედარებით ახალგაზრდა ასაკიდან.

► მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების სიჭარბე ჩვენს გზებზე დამატებით ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს მოძრაობის ყველა მონაწილისგან - მიუხედავად მათი ავტომანქანების საჭის მდებარეობისა, ვინაიდან საქართველოში მოძრაობა ხდება მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, გზების მონიშვნა, საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სწორედ მარჯვენა მხარეს მოძრავი მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის.

► მოერიდეთ ე.წ. "საჭის გადატანის სერვისებს". ქარხნული პარამეტრების უხეში ცვლილება ერთიორად ზრდის საგზაო შემთხვევის რისკს. ყოფილა შემთხვევები, როცა გადატანილ საჭეს მოძრაობისას უმტყუნია.

► ნუ გაასწრებთ მარჯვნიდან. გასაგებია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანით მსგავსი მანევრის განხორციელებას იოლად შეძლებთ, მაგრამ ამავდროულად, შექმნით საშიშ ავარიულ სიტუაციას.

► მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა უბიძგებს მძღოლს (მით უმეტეს, თუ იგი მანამდე მარცხენასაჭიან ავტომანქანას მართავდა), რომ უნებლიედ დაიკავოს მარცხენა მხარე ზოლის მონიშვნის იგნორირებით, რითაც კეტავს სივრცეს და აფერხებს მოძრაობას. ჩვევის გამომუშავებას გარკვეული დრო ჭირდება. ამიტომ, ყურადღება ადევნეთ საგზაო მონიშვნას და ნუ დაკარგავთ თქვენს ზოლს.

► ყურადღებით იყავით მარცხენა ზოლში მოძრაობისას, როცა თქვენს წინ მიმავალი მანქანა გიფარავთ სივრცეს, შესაძლოა ამ დროს შემხვედრი ზოლიდან ცდილობდნენ მოხვევას, ხოლო როცა შენიშნავთ მანქანას, მანძილი უკვე კრიტიკულად მცირე იქნება. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს