რით არის გამორჩეული 14 ნოემბრის მთვარე? - ქართველი ასტრონომები "სუპერ მთვარის" შესახებ

რით არის გამორჩეული 14 ნოემბრის მთვარე? - ქართველი ასტრონომები "სუპერ მთვარის" შესახებ

"გეო-ასტრო" სუპერმთვარის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"მაინც რით არის გამორჩეული ხვალინდელი "სუპერმთვარე"? ის არც სუპერგმირის კოსტუმით გამოგვეცხადება და არც რაიმე საგმირო საქმეს ჩაიდენს. საქმე იმაშია, რომ 1948 წლის შემდეგ სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს ხვალ ღამით იქნება, რის გამოც ის ჩვეულებრივთან შედარებით 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთვარის ორბიტა იდეალური წრე არ არის, არამედ ელიფსურია და ხანდახან ის დედამიწასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა დროს. და როცა მთვარე დედამიწასთან ორბიტის ახლო წერტილშია და თან ეს მოვლენა სავსე მთვარეს ემთხვევა, ასეთ სავსე მთვარეს "სუპერ მთვარეს" უწოდებენ (თუმცა ეს ოფიციალური ასტრონომიული სახელწოდება არ არის). ჯეო-ასტრო აუცილებლად შემოგთავაზებთ ხვალ ახალ სურათებს, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო".

NASA-ს მონაცემებით, სუპერმთვარე GMT 13:52-ზე, საქართველოს დროის სარტყელის მიხედვით კი, 14 ნოემბერს, 18:00 საათისთვის გამოჩნდება.

სუპერმთვარე წელს 16 ოქტომბერსაც იყო და 14 დეკემბერსაც იქნება, 14 ნოემბრის კი იმითაა გამორჩეული, რომ ის 1948 წლის შემდეგ ყველაზე მეტად მიუახლოვდება დედამიწას.

Don’t miss out – Closest super moon to be observed today

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს