"ის სამდღიანი პერიოდი, როდესაც სავსემთვარეობის ენერგეტიკა ძლიერია, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად გამოიყენეთ" - ასტროლოგი

"ის სამდღიანი პერიოდი, როდესაც სავსემთვარეობის ენერგეტიკა ძლიერია, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად გამოიყენეთ" - ასტროლოგი

"თუ იმ ტრანზიტებს, რომელიც ამ ერთი კვირის მანძილზე საქართველოს ასტროლოგიურ რუკაზე გავუკეთებთ პროექციას, ვნახავთ, რომ რაიმე გლობალურ გარდატეხებს ამ ეტაპზე ადგილი არ ექნებათ.

უკვე რამდენიმე დღეა რაც ცაზე მუშაობს მერკურისა და მარსის ჰარმონიული ასპექტი, რომელიც ახალ გეგმებს, ახალ იდეებს აძლევს ბიძგს. ეს დღეები ხელსაყრელია როგორც კონტრაქტებზე ხელმოსაწერად, ისე ფინანსური წამოწყებებისათვის, განსაკუთრებით საშუამავლო საკითხებში. საქმეები მოითხოვენ ჩვენგან სწრაფ, ენერგიულ რეაგირებას.

მერკურისა და მარსის ასპექტის მაქსიმალური ზეგავლენა შესამჩნევი იქნება 15 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო შემდეგ თანდათან დაიწყებს შესუსტებას. თანაც ვინაიდან 14 ნოემბერს სავსემთვარეობა გვექნება და ამას დაღმავალი ფაზა მოსდევს, ჯობია ყველა წამოწყება 13 ნოემბრის ჩათვლით განახორციელოთ.

15 ნოემბერსვე ჩაირთვება ნეპტუნისა და მერკურის კვადრატი. ეს უკვე დისჰარმონიული ასპექტია და რეალობის სწორად გაცნობიერებას უშლის ხელს. შესაძლოა, გამოიწვიოს გაფანტულობა, დაბნეულობა, და ადამიანმა უნებლიეთ რაღაც შეცდომები დაუშვას. როგორ უკვე ვთქვი, ამ დროს მერკურისა და მარსის ჰარმონიული კავშირიც შესუსტებას იწყებს და ამიტომ თვის მეორე ნახევარში სჯობს თავი აარიდოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას, არახელსაყრელი პერიოდია ასევე ორგტექნიკის შესაძენადაც. გაზრდილია მოწამლვის ალბათობა ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ წამლების მიღებასთან დაკავშირებით, ყურადღებით წაიკითხეთ დანიშნულება და გვერდითი მოვლენები. სიფრთხილეა საჭირო პროდუქტებთან მიმართებაშიც, შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადები. ასევე იზრდება მოტყუების საფრთხე. არაა მიზანშეწონლი სამოგზაუროდ წასვლა.

ეს პერიოდი გასტანს 22 ნოემბრამდე, თუმცა პიკი 19-ში ექნება და შემდგომ მისი ზეგავლენა შესუსტდება.

სამაგიეროდ უკვე 16-იდან ჩაირთვება ვენერა- ნეპტუნის სექსტილი. აი ეს კი ჰარმონიული ასპექტია და წარმოსახვას და შემოქმედებითი იმპულსების განვითარებას უწყობს ხელს. მისიდახმარებით ადამიანები ინტუიციურად ხვდებიან გარშემომყოფთა გუნება- განწყობას და მოთხოვნილებებს. ისიც ასევე 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს და ხელს შეუწყობს სარეკლამო საქმიანობას.

რაც შეეხება 14 ნოემბრის სავსემთვარეობას, ის ემთხვევა კუროს ნიშანს. საერთოდ მთვარის ფაზების ცვლილებები ადამიანებში დისჰარმონიას იწვევს ხოლმე. მაგრამ როდესაც მთვარე მიწის სტიქიის ამ ნიშანს გადის, ყველაფერი ჩვენს გარშემო ბევრად უფრო მშვიდად აღიქმება და ჩვენი ემოციური ფონიც უფრო სტაბილურია ხოლმე.

რაღა თქმა უნდა, არაა გამორიცხული კუროსეული ნეგატივის მოძალებაც, რაც სიზარმაცეში და ინერციულობაში შეიძლება გამოიხატოს, შესაბამისად - ნუ მოეკიდებით ისეთ საქმეებს, რომლებიც სწრაფ რეაქციას მოითხოვენ. ამ პერიოდში ასევე არარეკომენდებულია ზედმეტი მიძალება საკვებზე, მოსალოდნელია შეშუპებები. ვინაიდან ამ დროს ორგანიზმი მწვავედ რეაგირებს მასში შემავალ ყველა ნივთიერებებზე. თუ შეძლებთ, ძალიან კარგი იქნება 14-ში შიმშილობა.

მაგრამ მეტწილად კუროს ნიშანში სავსემთვარეობისას დადებითი იმპულსები უფრო სჭარბობს ხოლმე. ეს სავსემთვარეობა შეგიძლიათ გამოიყენოთ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ახლობელ ადამიანებთან შესარიგებლად.

კურო განაგებს ჩვენს რომანტიულ ურთიერთობებს და ამიტომ ის სამდღიანი პერიოდი, როდესაც სავსემთვარეობის ენერგეტიკა ძლიერია, შეგიძლიათ გამოიყენოთ გრძელვადიანი პარტნიორული ურიერთობების დასწყებად.

კურო ასევე ფინანსურ სფეროს განაგებს და ურიგო არ იქნება თუ სავსემთვარეობის ენერგეტიკას ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ. ფულის მოზიდვის თვალსაზრისით შეგიძლიათ სხვადასხვა რიტუალების ჩატარება, მაგალითად არსებობს ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ამ დროს სავსე მთვარეს თქვენს გახსნილ საფულეს და შიგ ჩალაგებულ კუპიურებს დაანახვებთ, უახლოეს მომდევნო პერიოდში ისიც ისევე აივსება, როგორც ეს მთვარე".

ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს