"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი

"მეფე, რომელმაც საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა..." - კიდევ ერთი ზღაპრით შეშფოთებული ქართველი ინტერნეტმომხმარებელი

ბოლო დღეებია ქართული ინტერნეტსივრცე ზღაპრების თემატიკითაა აჭრელებული. ჯერ იყო და "მოძალადე კომბლეზე" ქილიკობდა მინისტრი თუ უბრალო მოკვდავი, ახლა კი კიდევ ერთმა ზღაპარმა შეაშფოთა ინტერნეტმომხმარებლები. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ერთ-ერთი ზღაპრის ნაწყვეტია აღბეჭდილი, ფეისბუქ-მომხმარებლები გააოგნა. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია - მეფე, რომელსაც ცოლი მოუკვდება, წლების შემდეგ საკუთარი ასულის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს.

ეს ნაწყვეტია შარლ პეროს ზღაპრიდან "ვირისტყავა", რომელიც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ეკუთვნის. წიგნი საბავშვო საკითხავის კატეგორიაშია მითითებული და მისი ანოტაცია შემდეგნაირია: "ერთი მეფე ცოლის სიკვდილმა ისე დაამწუხრა, ჭკუიდან შეცდა და საკუთარი ასულის ცოლად შერთვა მოინდომა. გოგონა საგონებელში ჩავარდა. რა აღარ მოიფიქრა, რომ მამის ახირებული სურვილისთვის თავი დაეღწია. მას ჯადოსნური ვირის ტყავიც მოსთხოვა. თუმცა, მისი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა..."

ზღაპრის ნაწყვეტის გავრცელების შემდეგ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები წერენ:

თინათინ კიკნაველიძე: "ეს რა ღვთის წყრომაა?!! ბავშვებს მსგავს პირუტყვობას ასწავლიან და თან ამის გამართლება ის არის რომ მეფე "ჭკუიდან შეცდა''?! კიდევ რომ ბედავენ და გეუბნებიან შვილები რომ გყოლოდა კიდევ უფრო ბედნიერი იქნებოდიო... გმადლობთ, არაფერში მჭირდება შვილები, რომლებიც მსგავს განათლებას მიიღებენ, ასეთი ღორობისათვის ვერანაირ საპირისპირო არგუმენტს ვერ გამოვძებნიდი და მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ასაკობრივი აღმა-დაღმა ფრენების დროს მოზარდს ოჯახისწევრებზე მეტად ქუჩაში გამვლელების სჯერა...

ასე გააგრძელეთ და თან გონებრივ, გულობრივ, სათნოებრივ თუ სექსუალურ უმცირესობებს სდიეთ ტაბურეტკებით... თეთრი არის ის, რაზეც შავად იწერება, შავი კი ის არის, რითიც თეთრზე იწერება :) როგორც ჩანს ძალიან ძალიან ძალიან ძნელია თეთრის და შავის გარჩევა და სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს გარჩევა მომავალში

გვანცა ხეჩიკაშვილი: არა მგონია სწორი იყოს ბავშვებისთვის ასეთი აზრების ჩაწვეთება, მითუმეტეს გოგონას შეიძლება შიში გაუჩნდეს მამის ან პირიქით მოუნდეს მამამ ცოლად მოიყვანოს თავისი ბავშვური ჭკუით, და თუ დედა გარდაცვლილი ყავს ხომ საერთოდ, ნამეტანი პროვოკაციულ იდეებს აწოდებს ეს ეპიზოდი ბავშვებს, ზღაპრიდან რაიმე კარგს უნდა სწავლობდეს ბავშვი, მარტო ის ხომ არაა ოღონდ რამე შინაარსი წაუკითხო და გაართო და მორჩა.

"კომბლე და ნაცარქექია თუ ძალადობაზეა, ერთი ეს ამიხსენით, ეს ზღაპარი რაზეა?" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ნათია მკურნალიძე: მე ვერ ვკითხულობ კარგად თუ რა ხდება?! სულ შეიშალა სამყარო. პ.ს. ეს მოსწონს "იმას", განათლების მინისტრი რომ ქვია?

დავით ხეცურიანი: ძალიან მინდა რომ, ეს ზღაპარი ალექსანდრე ჯეჯელავამ წაიკითხოს და ჩვენ კომბლეს თავი დაანებოს

აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლების კომენტარებს ეხმაურება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორი რუსუდან გორგაძე, რომელიც ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"დასკვნა ზღაპრული წიოკის მერე:

1. ერი გამორჩეულად უწიგნური ყოფილა, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგეს და გაიკვანძნენ ჰაერში.

2. ზღაპარი რა არის, რა სპეციფიკა აქვს, რა ფაბულა და ა. შ. რასაკვირველია, არავინ იცის.

3. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლმა კვლავ ძააალიან აქტუალურია: ხალხმა სიტყვა "შეშლილის", "საშინელის" და " მოინდომას" მნიშვნელობაც კი არ იცის და იბიარდი რომ არ იცოდეს, რატომ გვიკვირდა ნეტა

4. უნახავად და წაუკითხავად რაღაცის კრიტიკა-ლანძღვაში ბადალი არ მოგვეპოვება" - წერს გორგაძე.

აღსანიშნავია რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი ქეთევან სიხარულიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ზღაპრების სპეციფიკას ასე აღწერს:

" ზღაპრები საზოგადოების წევრებისთვის ყოველთვის დიდაქტიკური მნიშვნელობისაა, ჭკუის მასწავლებელი და გარკვეული ცოდნითაცაა სავსე; ადრინდელი ადამიანები განათლებას ხომ ზეპირგადმოცემით, ზღაპრებით იღებდნენ, ამიტომ ეს ჟანრი, თავისი წარმოშობით, შეიძლება საბავშვო არც იყოს, რადგანაც მაშინდელი საზოგადოებისთვის მას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. ხოლო როცა მოიმატა განათლების წყარომ, საზოგადოებამ მეტი ცოდნა შეიძინა, ზღაპარმა საბავშვო რეპერტუარშიც გადაინაცვლა..." - აღნიშნა ინტერვიუში ქეთევან სიხარულიძემ (წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად)

ასეთი ყავის დალევა ჯერ არ გინახავთ - სალომე ჭაჭუას ენერგიული დილა ულამაზესი ხედის ფონზე (ვიდეო)

"აჩიმ უთხრა, კარის უკან დავდგები და შოთის გოლის გატანაში დავეხმარებიო" - შოთა არველაძე კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტს იხსენებს

"ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა..." - ტყუპის გაჩენის შემდეგ ნინო სურგულაძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს