ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."

ჯონ ლენონის სიძულვილით სავსე წერილი პოლ მაკარტნის - "იმედია ხვდები, რა გაგვიკეთე მე და იოკოს..."

წერილი, რომელიც აუქციონზე 20 000 დოლარად იყიდება, ჯონ ლენონმა დაწერა და ლინდა და პოლ მაკარტნებს გაუგზავნა. წერილი 1971 წელსა დაწერილი, თუმცა ზუსტი თარიღი მითითებული არ აქვს და ის შესაძლოა, პასუხი იყოს ლინდა მაკარტნის წერილზე, რომელიც მან ლენონს გაუგზავნა, სადაც კიცხავდა, რომ "ბითლზიდან" წასვლა საჯაროდ არ განაცხადა. ლენონი წერილში განმარტავს, რატომ არ გააკეთა საჯარო განცხადება წასვლასთან დაკავშირებით:

"პოლი და ალენ კლეინი (ჯგუფის მენეჯერი) მთელი დღეები დამდევდნენ, არაფერი თქვა ჯობსო, მეუბნებოდნენ, "ბითლზის" იმიჯს ავნებსო. გახსოვს? ამიტომ შეიგნე მაგ გარყვნილ თავში მისის მაკარტნი, ახვარი მეუბნებოდა, ჩუმად იყავიო".

მისი და მეუღლის, იოკო ონოს ურთიერთობაზე კი ლენონი წერს:

"იმედია ხვდებით, რა გაგვიკეთეთ თქვენ და მთელმა "კეთილმა" მეგობრებმა მე და იოკოს, რაც ერთად ვართ. ჩვენ ორივე "თქვენზე მაღლა ვიდექით" და გაპატიეთ, ამიტომ იმედია მიხვდებით მაინც, რა ტვირთი აგვკიდეთ თქვე ღირსეულო ადამიანებო. უკაცრავად, თუ "ბითლზების სივრცე" გამოვიყენე იმისთვის, რომ რაც მინდოდა მესაუბრა. ყოველთვის ვცდილობდი კითხვებზე პირდაპირ მეპასუხა, როცა ჯგუფზე მკითხავდნენ, იოკოზე თუ პოლზე, საბოლოოდ კი ყველაზე "წყლიან" ფრაზებს ტოვებდნენ ჟურნალისტები. შენ ქმარზე გაბრაზებული არ ვარ, მეცოდება. ვიცი, რომ ბითლზი "კარგი ბიჭებისგან შედგება", მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ისინი ისეთივე ნაბიჭვრები არიან, როგორიც ყველა, ამიტომ მოიშორე ეგ ამპარტავნება. სხვათა შორის, მთელი წლის მანძილზე მე და იოკოს ბევრად ინტელექტუალური ინტერესები და აქტივობები გვქონდა, ვიდრე მთელი "ბითლზის" არსებობის ხანაში".

შემდეგ მომღერალი მაკარტნის ცოლის ანგარების და გაყრის საკითხსაც ეხება:

"რასაკვირველია, ფული მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით მაშინ, რა ნაგავიც გამოვიდა შენი შეშლილი ოჯახიდან და ლინდას ნათესავებისგან. ღმერთმა გიშველოს პოლ, ორ წელიწადში შევხვდებით, როცა მაგ ქალს გაეყრები. ყველაფრის მიუხედავად, გიგზავნით სიყვარულს თქვენ ორს, ჩვენ ორისგან", - წერს ლენონი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

გია ბაღაშვილის მორიგი წარმატება ევროპაში, სადაც მან პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ქართული მრავალხმიანობის შესახებ ლექციები ჩაატარა

"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე