კუჭის წყლულოვანი დაავადება დღეს აღარავის უკვირს. ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელიც წყლულს თუ არა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას მაინც არ უჩიოდეს. სწორედ ასეთ ადამიანებს მინდა ვურჩიო მრავალძარღვასგან დამზადებული წამალი, რომელიც იოლი მოსამზადებელი და საკმაოდ ეფექტურია:
უნდა მოაგროვოთ მრავალძარღვას ფოთლები, გარეცხოთ ცივ წყალში, გააშროთ, დაასხათ მდუღარე წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე, ოდნავ რომ დაიწრიტება, გაატაროთ ხორცსაკეპში და გამოწუროთ.
როდესაც მრავალძარღვა სიცხეშია მოკრეფილი, უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ სქელი და წებოვანი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით საჭირო რაოდენობის ანადუღარი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ალოე მხოლოდ სამკურნალო საშუალება როდია
ალოეს სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და თამამად შეიძლება ითქვას, ამით მას ბევრი მცენარე ვერ შეედრება. არ არსებობს ორგანოთა სისტემა, მის ერთ დაავადებას მაინც რომ არ შველოდეს ეს დალოცვილი. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ალოეს სამკურნალო თვისებებთან ერთად კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.
განსაკუთრებით ეფექტურია მისი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი. შუახნის ქალი გახლავართ და თავადაც გამომიცდია პირველი ნაოჭების თანმხლები სევდა. მინდა, სწორედ ამ სევდისგან ვიხსნა ჩემი თანატოლები. გთავაზობთ ალოეს სასწაულმოქმედ ნიღაბს... განაგრძეთ კითხვა