არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

არასამთავრობოები - მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს

პანკისის ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი" რამდენიმე წელია პანკისის ხეობაში აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია პროფესიული უნარების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების გარდა, მცირე მეწარმეობის მხარდამჭერ პროექტებსაც ახორციელებს. ფონდის დირექტორი იზა ბექაური ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის სურვილი. მისივე თქმით, მოსახლეობის აქტივობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარებაა.

"ახმეტის რაიონში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობით პანკისის ხეობა პირველ ადგილზეა, რასაც მე არ ვეთანხმები. გაზარმაცდა ხალხი. რომ გინდოდეს მუშა დაიქირავო და დღეში 25 ლარი გადაუხადო, არ მოდის იმიტომ, რომ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამუშაო რომ შესთავაზო ორგანიზაციაში, უარს ამბობს, დახმარებას მომიხსნიანო. რამდენიმე ასეთი შემთხვევა გვქონდა", - აღნიშნავს იზა ბექაური.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პანკისიდან ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" ათობით ახალგაზრდის წასვლის გამო, ხეობის მიმართ როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება გაიზარდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა