კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე

კაკალი - უნივერსალური სამკურნალო მცენარე

კაკალი საქართველოში ოდითგანვე საკულტო ხედ ითვლებოდა. ახალგაზრდა მწვანე ნაყოფი მდიდარია ასკორბინის მჟავით (3000 მგ პროცენტამდე) და კაროტინით, ამიტომ ვიტამინიანი კონცენტრატის საუცხოო მასალაა. ფოთლებშიც ვიტამინ C-ს შემცველობა 4500 მგ პროცენტამდე აღწევს.

ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხურ მედიცინაში კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის სამკურნალოდ ხმარობენ. გარდა ამისა სვამენ ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის გასამაგრებლად ავიტამინოზის დროს. წენგოს ფხვნილი სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად ითვლება. ამ უკანასკნელ დრომდე წენგოსაგან კეთდებოდა პრეპარატი "იუგლონი" კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ქართულ ხალხურ მედიცინაში ეგზემის წინააღმდეგ დიდი ეფექტურობით იყენებენ წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს, მათ ჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე.

კაკლის ზეთი კონიუნქტივიტების და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.

ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის - 50 გ. 1 ლ წყალზე სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს შაქრის შემცველობას უმცირებს შარდში.

წვრილად დაჭრილი ჩვილი ნაყოფებიდან სპირტზე ნაყენს ამზადებენ. ბოთლში ჩაყრილ კაკალს ასხამენ სპირტს და მზეზე დგამენ 14 დღის განმავლობაში. შავ, სურნელოვან ნაყენს გადაასხამენ სხვა ჭურჭელში და დარჩენილ კაკალს კი შაქარს აყრიან, კარგად ურევენ და თითქმის მთელი თვე დგამენ. ასე მიიღება საუცხოო ლიქიორი. ნაყენიც და ლიქიორიც მიიღება კუჭისა და ნაწლავების ტკივილის, კუჭის აშლილობის დროს (განსაკუთრებით საჭმლის გაძნელებული მონელებისას). ლიქიორი უფრო ნაკლებეფექტურად მოქმედებს, მაგრამ მეტად კარგი გემოსია. იღებენ ჭამის შემდეგ საჭმლის ძნელად მონელების არართული ფორმის დროს.ნაყენისათვის იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. ლიქიორს კი გემოვნებით მიხაკსაც უმატებენ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს