შინდში შემავალი ფიტონციდები ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებს ანადგურებს

შინდში შემავალი ფიტონციდები ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებს ანადგურებს

შინდი (როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე მურაბა) სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. შინდის ნაყოფი რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) დროს.

ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღოთ, ცხელ-ცხელი გადაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით. მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 8 საათი აჩერებენ და დღეში ორჯერ 100 მლ-ს სვამენ.

შინდის ნაყოფი რეგულარულად უნდა იყოს ჩართული რაციონში ეგზემისა და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. პექტინების დიდი ოდენობით შემცველობის გამო შინდის ნაყოფი აჩქარებს ორგანიზმის გაწმენდას მეტაბოლიზმის ცალკეული პროდუქტებისგან, ხელს უწყობს შარდისა და მჟაუნმჟავას გამოდევნას.

შინდით მკურნალობენ პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია შინდის როგორც ცოცხალი, ასევე ხმელი ნაყოფის მიღება. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს