81 წლის ქალი სამი კვირაა საგარეჯოს საავადმყოფოშია მიტოვებული

81 წლის ქალი სამი კვირაა საგარეჯოს საავადმყოფოშია მიტოვებული

"ჯეოჰოსპიტალსის" საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში იმყოფება 81 წლის ქალი, რომელიც 27 ოქტომბერს, ოჯახის წევრებმა სამკურნალოდ მიიყვანეს და მიატოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს დირექტორმა ბაჩა ჯიქიამ განუცხადა, პაციენტის ოჯახთან დასაკავშირებლად მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

მისივე თქმით, მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მას სამედიცინო დაწესებულების დატოვება დამოუკიდებლად არ შეუძლია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა