რა დაავადებებს კურნავს ქაცვი

რა დაავადებებს კურნავს ქაცვი

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს.

გამოიყენება გინეკოლოგიაშიც. ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს