რა არის "მანეკენ ჩელენჯი", რომელმაც მსოფლიო ინტერნეტსივრცე მოიცვა

რა არის "მანეკენ ჩელენჯი", რომელმაც მსოფლიო ინტერნეტსივრცე მოიცვა

ორი წლის წინ მთელი მსოფლიო გამოწვევამ - Ice Bucket Challenge მოიცვა, წელს კი მსოფლიოს ახალი ტრენდი იპყრობს - "მანეკენ ჩელენჯი" (Mannequin Challenge).

ალბათ გახსოვთ, Ice Bucket Challenge ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია იყო, რომლის მონაწილე ყინულიან წყალს ისხამდა თავზე და სამ ადამიანს იწვევდა. დასახელებულ პირებს 24 საათის განმავლობაში უნდა გაემეორებინათ ანალოგიური ქმედება და საქველმოქმედო ფონდში 10 დოლარი უნდა გადაერიცხათ. თუ ყინულიანი წყლის გადასხმაზე უარს იტყოდნენ, მაშინ 100 დოლარის გადახდა უწევდათ. ამ აქციაში მილიონობით ადამიანი, მათ შორის მრავალი ცნობილი პიროვნება ჩაერთო.

"მანეკენ ჩელენჯი" ვირუსული ვიდეოა. იგი 90-იანი წლების ბავშვების ცნობილ თამაშს "გაშეშობანას" მოგაგონებთ: ადამიანები კამერის წინ მანეკენების იმიტაციას აკეთებენ და ობიექტივში შეშდებიან, სანამ ფონად მუსიკა გაისმის. მსგავსი ვიდეოების გავრცელება ინტერნეტსივრცეში ხდება ჰეშთეგით - #MannequinChallenge.

"მანეკენ ჩელენჯის" ფენომენი ფლორიდელ სტუდენტებს ეკუთვნით. ჯექსონვილელმა თინეიჯერებმა თამაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს და ის ვირუსულად მოედო მთელ მსოფლიოს.

ვირუსული ტრენდი წარმატებით აიტაცეს ცნობილმა ადამიანებმაც, განსაკუთრებით კი პროფესიონალმა სპორტსმენებმა და სპორტულმა გუნდებმა.

მუსიკა, რომელიც ძირითადად მსგავსი ვიდეოების ფონად ისმის, გახლავთ რეი სრიმარდის და გუჩი მეინის კომპოზიცია სახელწოდებით Black Beatles.

"მანეკენ ჩელენჯში" მონაწილეობა უკვე მიიღეს ცნობილმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა და პოლიტიკოსებმაც კი.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს