ფუტკრის რძეში ანტიბიოტიკ-ჰერმიციდინის შემცველობის გამო მიკროორგანიზმები არ ვითარდება. რთული ქიმიური შედგენილობის გამო ის მეფუტკრეობის პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძვირფასი პროდუქტია. შეიცავს 110 სხვადასხვა დასახელების ნაერთს. ორიგინალურ კომპონენტთა შემცველობის წყალობით წარმოადგენს ძლიერ ბიომასტიმულირებელ, მატონიზებელ და ზოგადგამაჯანსაღებელ სითხეს.
დამწვრობებისა და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ
აღნიშნული ჭრილობები სასურველია თავდაპირველად ფუტკრის რძის სპირტიანი ხსნარით დაამუშავოთ, შემდეგ კი რძისა და თაფლის ნარევში დასველებული ტამპონები დაადოთ. ნარევი შეგიძლიათ გამოხდილი (დისტილირებული) წყლით ორჯერადად განაზავოთ. ტამპონები დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ. ამ პროცედურათა წყალობით ჭრილობა სუფთავდება, ეპითელური ქსოვილის
ზრდა სტიმულირდება და ჭრილობაც, შესაბამისად, ხორცდება. იგივე მეთოდით რეკომენდებულია პოსტოპერაციული ნაწიბურების მკურნალობაც.