როდესაც ბრიტანელი გოგონა სინტია ჯოან ნეიდანი 16 წლის იყო, 95 კილოგრამს იწონიდა. გოგონა ბავშვობიდან იყო მიდრეკილი სიმსუქნისკენ და ძალიან წუხდა თავისი პარამეტრების გამო, რომელიც მას ცხოვრებაში ხელს უშლიდა. ”რთულია, როდესაც მოზარდი ხარ, მით უმეტეს, ჭარბწონიანი მოზარდი. საკუთარი თავის რწმენა არ მქონდა. ძალიან ბევრს ვჭამდი, ყველა ნერვულ სიტუაციაზე საჭმელს ვეტანებოდი. მორალური წნეხის ქვეშ ვიყავი წონის გამო და დიდ დისკომფორტს განვიცდიდი.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სინტია ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. 32 წლის გოგონამ რაციონში მხოლოდ ჯანსაღი საკვები დატოვა, დაიწყო იოგას ვარჯიშები და მოთმინებით ელოდებოდა შედეგს. ”ყოველ დღე ვიცვლებოდი, ეს არ ყოფილა სწრაფი ნახტომი იდეალური სხეულისკენ. ახლა უკვე გაოგნებული ვუყურებ ჩემს ძველ ფოტოებს”, - ამბობს გოგონა.
სინტიამ 30 კილოგრამი დაიკლო.მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

