ირმა ინაშვილის თქმით, მოქალაქეს ID ბარათის ალტერნატიული ქაღალდის დოკუმენტების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს

 ირმა ინაშვილის თქმით, მოქალაქეს ID ბარათის ალტერნატიული ქაღალდის დოკუმენტების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის აზრით, მოქალაქეებს ID ბარათების ალტერნატიული ქაღალდის დოკუმენტების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.

ამის შესახებ ინაშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

"ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოების ნაწილში ID ბარათების თემა. ჩვენ ვიცით, რომ უამრავ ადამიანს არ სურს, აიღოს ID ბარათი, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მათ არჩევანის საშაულება. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება იგივე ქაღალდის პასპორტების, პირადობის მოწმობების დაშვება, როგორც ალტერნატივა და ამ ქაღალდის ჩვეულებრივ პირადობის მოწმობაზე დაფიქსირებული იყოს საიდენტიფიკაციო მონაცემები. მთავარია, რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება მივცეთ და ვისაც არ უნდა ID ბარათი, ჰქონდეს საშუალება, ჩვეულებრივი ქაღალდის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მიიღოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე