ფრჩხილების კვნეტის დაწყება, როგორც წესი, ნერვული დაძაბულობის, სტრესის, შფოთვის შედეგია. თუმცა შემდეგ ის მავნე ჩვევაში გადადის და ადამიანი მოწიფულ ასაკშიც ვერ ანებებს თავს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ფრჩხილები საშინლად არაესთეტიკურია, მას ბევრი სხვა მავნე შედეგიც მოაქვს - დიზენტერია, ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობა, ჭიები და ა.შ.
პირველ რიგში, სანამ ამ მავნე ჩვევას შეებრძოლებით, მიზეზი უნდა დაადგინოთ. როგორც წესი, ეს ნერვიულობის დროს ხდება. მაგალითად, ბავშვები ფრჩხილების კვნეტას იწყებენ როცა ბაღში ან სკოლაში შედიან, ან რაიმე სხვა ძლიერი ემოციის დროს. ბევრ ზრდასრულ ადამიანსაც აქვს ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა. მედიცინაში მას ონიქოფაგია ეწოდება. 40 წლის ინგლისელ ჯონ გარდნერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა ეს ჩვევა. ჯონი ბავშვობიდან დიაბეტით იყო დაავადებული. მას ჯერ გული დაუავადდა, შემდეგ ფეხზე განგრენა დაემართა და მოაჭრეს. ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა. ნერვიულობისგან განუწყვეტლივ იკვნეტდა ფრჩხილებს. ერთი-ორჯერ კლინიკაშიც აღმოჩნდა ფრჩხილებიდან სისხლდენის გამო.
ამანაც ვერ შეაჩერა ჯონი. განაგრძეთ კითხვა