ქათქათა ღიმილი ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარება რამდენიმე ტონით კბილების გათეთრებაში.
1. მშრალი რძე
მშრალი რძე საოცრად ათეთრებს კბილებს. მასში უხვად შედის კალცი, რაც ეხმარება ღრძილების გამაგრებაში.
2. ზეთისხილის ზეთი
ზეთისხილის და ქოქოსის ზეთი ეფექტურად წმენდს კბილებს და მთლიანად პირის ღრუს. პირში გაიჩერეთ ზეთი და კბილებზე ენა გადაატარეთ.
3. სოდა და ლიმნის წვენი
სოდის და ლიმნის წვენის ნაერთი კბილების ზედაპირს წმენდს და საგრძნობლად ათეთრებს პირველივე გამოყენებისას.
4. ძირტკბილა
ძირტკბილა ვიზუალურად საღეჭ რეზინს გავს. მისი ღეჭვით არა მხოლოდ კბილებს გაითეთრებთ, არამედ აირიდებთ პაროდონტოზს.
5. შალფეი და მენთოლი
ამ მცენარეების ნახარში ზუსტად ისევე ათეთრებს კბილებს, როგორც ძვირადღირებული მედიკამენტები. გამოივლეთ პირის ღრუში ნახარში და არანაირი პრობლემა კბილებთან დაკავშირებით არ გაგიჩნდებათ.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.