მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ჩემპიონატები

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ჩემპიონატები

მსოფლიოში მრავალი უჩვეულო ჩემპიონატი არსებობს. ზოგი მათგანი ასწლეულებს ითვლის, ზოგი კი უახლოესი წარსულის პირმშოა. ზოგი მათგანი არა გართობის, არამედ ტურისტების მოზიდვის მიზნით იმართება. წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ შეჯიბრებებს მსოფლიო მასშტაბით.

მსუქნების კონკურსი (სუდანი)

ოთხი თვის განმავლობაში წვიმების სეზონის შემდეგ, მამაკაცები სუდანში რძის დიეტას იცავენ. მათი მიზანი გასუქებაა. დიდი მუცელი მიუთითებს კეთილდღეობაზე. ბევრი კონკურსანტი კვდება, მაგრამ ის, ვინც ცოცხალი რჩება, მარტივად პოულობს მეუღლეს.

შეჯიბრი Tough Mudder (ამერიკა და ევროპა)

ამ სასტიკი შეჯიბრის მონაწილეებმა უნდა გადალახონ 16 კილომეტრიანი წინაღობების რიგი, მათ შორის ყინულიანი წყლის გადაცურვა, ელექტრომავთულებში გავლა და ცრემლსადენი აირი. ათასობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან 100 დოლარს იხდის, რომ ამ წამებაში მიიღოს მონაწილეობა.

ექსტრემალური დაუთოების ჩემპიონატი (ინგლისი)

ექსტრემალური დაუთოება მთელი მსოფლიოდან იზიდავს გუნდებს. ხალხი ევროპაში თავიანთი უთოებით მიფრინავს, სადაც უნდა დააუთოვონ ყველანაირი ტანსაცმელი მოძრავ ავტომობილზე მიბმულებმა ან მდინარეზე, ხეზე მიბმულებმა.

მსოფლიო ჩემპიონატი საუნაში (ფინეთი)

ეს კონკურსი პოპულარობით სარგებლობდა ფინეთში და მრავალი ქვეყნიდან იზიდავდა ტურისტებს. კონკურსში მონაწილეობა 50 ევრო ღირდა. მონაწილეებს უნდა გაეძლოთ 110 გრადუსი სიცხისთვის ვერტიკალურ მდგომარეობაში. 2010 წელს კონკურსი შეაჩერეს ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცოლების გადაყვანის ჩემპიონატი (ამერიკა, ევროპა)

შეჯიბრის ორგანიზატორები მონაწილეებს სთავაზობენ საკუთარი ცოლები გადაიყვანონ დაბრკოლებების ველზე, რომლის გავლის შემდეგაც, იმდენ ლუდს მიიღებენ, რამდენსაც იწონის მათი მეუღლე. ტრადიცია შუასაუკუნეებში ფინეთში წარმოიშვა, როდესაც ქალების სიმცირე იყო და მათ იპარავდნენ და მხარზე მოგდებული მიჰყავდათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს