რა დადებითი თვისებები აქვთ თაფლს, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ

რა დადებითი თვისებები აქვთ თაფლს, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ

გგონიათ, რომ თაფლი მარტო პურზე წასასმელად და ჩაის დასატკბობად არის კარგი? თუ ასეა, სასიამოვნოდ გაოცდებით. წარმოგიდგენთ თაფლის თვისებებს, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით.

1. ნაკაწრები და დამწვრობები შეიძლება თაფლით განიკურნოს. ის კლავს ინფექციას და აცხრობს ანთებას.

2. თაფლი ებრძვის ძლიერ ხველას. ძილის წინ ერთი ჩაის კოვზი თაფლი მიიღეთ და მთელი ღამე მშვიდად იძინებთ.

3. იმის მიუხედავად, რომ თაფლი ძალიან კალორიულია, ის აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, რომელთა შორისაც არის რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, კალცი. ყოველდღიურ რაციონში თაფლის დამატება ჯანმრთელობას სასარგებლოდ წაადგება.

4. მშრალი კანის ან ქერტლის დროს კარგია თაფლის აბაზანის მიღება. უბრალოდ, წყლით სავსე აბაზანაში ჩაამატეთ თაფლი, კანის საჭირო მონაკვეთზე გადაისვით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე დატოვეთ, შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ.

5. თაფლი მუწუკების გაჩენას უშლის ხელს. საქმე მის ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებშია. უნდა წაისვათ თაფლი სახის პრობლემურ ნაწილზე და ღამით გაიჩეროთ.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს