საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს

საშინელი ატრაქციონი - იაპონიაში საციგურაო მოედანზე ათასობით თევზი გაყინეს

იაპონიის გართობის პარკმა ხალხის მოსაზიდად წარუმატებელი ექსპერიმენტი ჩაატარა. საციგურაო მოედნის ყინულში ზღვის ათასობით ბინადარი ჩაყინეს.

ზამთრის სეზონს Space World-ის პარკი (იაპონიის კუნძულ კოსიუზე) უცნაურად შეხვდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ყინულის საფარში 5 000 თევზი, კიბორჩხალა და კიბორჩხალისებრი ჩაყინეს. ატრაქციონს "ყინულის ატრაქციონი" უწოდეს. სარეკლამო აქცია შედგებოდა სლოგანისგან: "მე ვ...ვ...ვიძირები, ვ...ვ...ვიხრჩობი...".

იდეის აშკარა სისასტიკის მიუხედავად, ბევრ დამთვალიერებელს ეს მოეწონა: Space World-ის ადმინისტრაციის განცხადებით, გახსნის პირველ დღეებში ატრაქციონი რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მოინახულა. თუმცა, მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა უკვე მსოფლიო ყურადღება მიიპყრო და შედეგად, თავს დატეხილი კრიტიკის გამო, სკანდალური საციგურაო მოედანი დაიხურა.

იდეის ინიციატორებმა ოფიციალურად მოიხადეს ბოდიში, თუმცა, დასძინეს, რომ ზღვის ბინადრები ბაზარში იყიდეს და ისინი უკვე დახოცილები იყვნენ. ამჟამად საციგურაო მოედანის დემონტაჟი მიმდინარეობს იხილეთ კადრები ატრაქციონიდან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს