დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა

დაკავებულია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟოზე "ტოიტა პრადოთი" 5.1 კგ ოქროს ზოდები შემოჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა, - აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ "TOYOTA PRADO"-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები.

"საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"გამოძიება მიდის, ვფიქრობ, მალე დასრულდება" - შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმეზე და გარდაცვლილი პროგრამისტის დედის პასუხი

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს