"სანახაობას ძალიან რეიტუნგული მომღერლები სჭირდება" - რას წერს მამულიჩა ტრადიციულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით

"სანახაობას ძალიან რეიტუნგული მომღერლები სჭირდება" - რას წერს მამულიჩა ტრადიციულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით

პროდუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) ტრადიციულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"საახალწლო კონცერტს სჭირდება საახალწლო განწყობა... ამ განწყობას სჭირდება სანახაობა და მაგარი შოუ, ამ შოუს და სანახაობას ძალიან რეიტუნგული მომღერლები, მსახიობები... ამის ორგანიზაციას სჭირდება კარგი შემსრულებლების გუნდი, რომლებსაც აქვთ ამის გამოცდილება.

ვერც ოპერა, ვერვ ამხელა ორკესტრი (ბენდებს არ ვგულისხმობ, რომელსაც ვერასდროს ვერ ახმოვანებენ, ამ გაყინულ სცენაზე) და ვერც გაუჟღერებელი, უცნობი სიმღერები, ვერ შექმნის ამ სანახაობას.

ყველას წარმატებები, გილოცავთ წინასწარ ახალ წელს," - წერს მამულიჩა.

პოსტს მუსიკალური სფეროს არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა:

ზურა ხაჩიძე:

საქმეს სჭირდება ის ხალხი, ვისაც გამოცდილება აქვს!!! აღარც ვწერ უკვე, აზრი მითხარი?! იმდენ გადაცემაში ვარ ნამყოფი და მაქვს ახსნილი ეგ თემა მაგრამ საშველი არ არი. ჯერ მოქცევის ეტიკეტს სწავლობენ დარეკავენ მერე ალათ!

სოფო ნიჟარაძე:

მამულიკო <3

თიკა ჯამბურია:

ამ ბოლო წლებში ვიპ-აივნიდან ვუყურებ.... და მშვიდად ვარ, რომ არ ვიღებ მონაწილეობას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს