როგორი სამოსით შევხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს - ასტროლოგები გვირჩევენ

როგორი სამოსით შევხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს - ასტროლოგები გვირჩევენ

ჩვენი საიტის მკითხველებს შორის ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრია მოდის აქტიურად მიმდევარი ქალბატონი. ასტროლოგები თვლიან, რომ მოდურ ტენდენციებს ხშირ შემთხვევაში განაპირობებს წლის მმართველი სიმბოლო. ასე მაგალითად, როცა ცხვრის წელი მოდიოდა, მოდაში კილიტებითა და ბეწვეულით გაწყობილ-შეკერილი, "გაბურძგუნილი" ფაქტურის მქონე სამოსი შემოვიდა აქტიურად.

ამ ეტაპზე კი ცეცხლოვან მამალს მკვეთრი ფერების პალიტრა, ბრჭყვიალა და ფაქტურული მასალისგან დამზადებული სამოსი მოაქვს. წლის ტენდენციებს შორის ყველაზე აქტიურია ხავერდი (იგივე "ბარხატი"), რომლის მოდურობამაც უკვე აშკარად მიაღწია პიკს თუ დააკვირდებით. საახალწლოდაც, ასტროლოგები აქტიურად მოგვიწოდებენ სამოსში ხავერდის ელემენტები შევიტანოთ და თუ მთლიანად ხავერდისგან შეკერილი კაბა არა, კოსტუმი, ქვედაბოლო, ფეხსაცმელი ან სულაც აქსესუარი დავუმატოთ საახალწლო იმიჯს. 2017 წითელი მამლის წელია, ამიტომ ამ წელს აქტუალური იქნება წითლის, ფორთოხლისფერის, ჟოლოსფერისა და აგურისფერის გამა. არანაკლებ აქტუალურია წითლისა და შავის, წითლისა და მუქი მწვანის, წითლისა და ლურჯის კომბინაცია.

ხავერდთან ერთად მოდურია ატლასის ელემენტებიც სამოსში. ასევე არ კარგავს აქტუალურობას ბოლო წლების ტრენდი - სექუინებით გაწყობილი, მბრწყინავი სამოსი. ასე რომ ახალ წელს ჭეშმარიტად სადღესასწაულოდ გამოწყობილი შეგიძლიათ შეხვდეთ და თავს უფლება მისცეთ, გამოიყურებოდეთ როგორც დედოფალი... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს