"SOS! ქარმა "ივერიის" მხარეს მდგარი სარეკლამო ჯიხური მოგლიჯა და მოედანზე გადააგდო..."

"SOS! ქარმა "ივერიის" მხარეს მდგარი სარეკლამო ჯიხური მოგლიჯა და მოედანზე გადააგდო..."

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო ივერიასთან ძლიერმა ქარმა სარეკლამო ჯიხური მოგლიჯა. როგორც ოგბაიძე "ფეისბუქზე" წერს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"SOS !!!!!!

ქარმა მოგლიჯა სასტუმრო "ივერიის'' მხარეს მდგარი სარეკლამო ჯიხური და მოედანზე გადააგდო.

მადლობა უფალს, დაშავებულები არ არიან.

მადლობა სალომე გველესიანს და მევლუდ მელაძეს, რომლებმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეაჩერეს ჯიხურის "დრეიფი'' და შეატყობინეს ჩვენს პატრულს.

P.S. დახვეწილობის თრეინინგს სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნა სჯობიაო, ასე თქვა დვესტიმილიარდეროვალიგარხოვაში საშკა სტერჟენმა.

P.S.(სერიოზული პოსტ-სკრიპტუმი). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისში სარეკლამო აბრების და მცირე არქიტექტურული ფორმების ერთიანი რეგულაციის(გაიხსენეთ ჩამოვარდნილი სარეკლამო დიდი აბრები, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ნებით დამთავრდა უმსხვერპლოდ) არსებობის აუცილებლობას. თუნდაც ის, რომ ეს სარეკლამო ჯიხური დამაგრებული უნდა ყოფილიყო",- წერს ოგბაიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს