ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ვაპროტესტებთ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას. ეს ყველაფერი საბოლოდ საწვავზე ფასების მატებასა და შესაბამისად, მთლიანად ქვეყანაში ყველა პროდუქტის ფასების გაზრდას გამოიწვევს. თუ ხელისუფლება დროულად არ მოვა გონზე აუცილებლად ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ და მანამდე გავაგრძელებთ ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა