5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც Facebook-ით სარგებლობისას ვუშვებთ - ფრთხილად!

5 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც Facebook-ით სარგებლობისას ვუშვებთ - ფრთხილად!

თანამედროვე ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. Facebook, Instagram, Twitter და ა.შ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა: სოციალური ქსელიდან ვიგებთ და მისივე საშუალებით ვავრცელებთ ახალ ამბებს, ვაზიარებთ სურათებს, ვეკონტაქტებით ნაცნობ-მეგობრებს, ვჩხუბობთ, ვრიგდებით, ვთამაშობთ... სოციალურ ქსელებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაგვიმარტივოს ცხოვრება, თუმცა, გარკვეული შეცდომების დაშვების გამო შეუძლია პირიქითაც - ცხოვრება გაგვიმწაროს. ამგვარი საიტების დაუფიქრებელ გამოყენებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ურთიერთობების გაფუჭება, ფულის დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვა. თუ მსგავსი თავგადასავლები არ შედის თქვენს უახლოეს გეგმებში, მაშინ შეეცადეთ არ დაუშვათ ის 5 ძირითადი შეცდომა, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი.

1. ბიოგრაფია სოციალურ ქსელში

Facebook და სხვა სოციალური ქსელები გვთავაზობს ყველაფერი დავწეროთ ჩვენი ცხოვრების შესახებ: დაბადების ადგილი, თარიღი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, კარიერა. მოუყვებოდით კი ამ ყველაფერს ქუჩაში შემთხვევით შემხვედრ უცხო ადამიანს? რა თქმა უნდა, არა! ცხადია, სასიამოვნოა, როცა დაბადების დღეს მოგილოცავთ 200-300 "ფრენდი", მაგრამ ეს მონაცემები შეიძლება ვინმემ თქვენი საბანკო ანგარიშის გასატეხად გამოიყენოს. სოციალური ქსელები ძალიან ეხმარება თაღლითებს პოტენციურ მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის შეკრებაში. იმ მონაცემებით, რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით უგდებთ ხელთ, თაღლითებს შეუძლიათ გატეხონ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე თქვენი Facebook-ის გვერდია. ამიტომ ნუ დაწერთ თქვენს გვერდზე დაბადების თარიღს (ახლობლებს ისედაც ემახსოვრებათ ეს დღე), ოჯახის წევრებისა და შინაური ცხოველების სახელებს. ყველაფერი, რისი გამოყენებაც შესაძლებელია საბანკო ანგარიშის გასატეხად, უნდა იყოს სოციალური ქსელიდან დაფარული.

2. საჯარო პოსტები

ის, რასაც წერთ და ქსელში ავრცელებ, შეიძლება ნახოს ყველამ: მშობლებმა, სამსახურის უფროსმა, ყოფილმა შეყვარებულმა, სარეკლამო კომპანიებმა და თაღლითებმაც კი. საჯარო პოსტი არ არის დაქალებისთვის და ახლობლებისთვის სამზარეულოში, ფინჯან ყავასთან მოყოლილი ამბავი. ეს უფრო ხალხმრავალ ქუჩაში გასვლას და ხმამაღლა ყვირილს ჰგავს. ადამიანებმა შეიძლება თქვენი ნათქვამი გაავრცელონ და გადასცენ იმას, ვის ყურამდეც სულაც არ გსურთ, რომ მივიდეს. ამ ყველაფერმა შეიძლება თქვენი რეპუტაცია შელახოს. თქვენი პუბლიკაცია შესაძლოა არასწორად იქნას გაგებული ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რამაც შეიძლება ზოგიერთებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ცხადია, ამგვარი უსიამოვნებები არავის უნდა. ამიტომ შეცვალეთ თქვენი გვერდის პარამეტრები, რათა პოსტების ნახვა მხოლოდ "ფრენდებს" შეეძლოთ. თუ მაინც მოგინდებათ რაიმეს საჯაროდ მოყოლა, ყოველთვის ადვილად შეძლებთ პოსტის პარამეტრების შეცვლას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, როცა ფოტოებს აქვეყნებთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს